четверг, 19 марта 2009 г.

შიდსის გავრცელების მოკლე ისტორია

ფრთხილად, ეს შიდსია!

1. შიდსის გავრცელების მოკლე ისტორია
აივ/შიდს–ით ინფიცირებული ხალხი დისკრიმინაციას განიცდის, მიზეზი კი არის შიში, რომლის საფუძველი არასწორი ინორმაციაა. დომინირებს ცრურწმენა , ტაბუ ამ დაავადების მიმართ და სწორედ ამის გამო ხდებიან ახალგაზრდები მსხვერპლნი.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა მე–20 საუკუნის “შავი ჭირი” უწოდა, ინფექციური დაავადებაა და დიდ საფრთხეს წარმოადგენს. იგი აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ადამიანი იღუპება ისეთი დაავადებით, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისათვის განკურნებადია (მაგ. ფილტვების ანთებით).
ტერმინით – “შიდს”– ით აღინიშნება დაავადების ბოლო სტადია.
შიდსი პირველად აღნიშნეს 1981 წელს აშშ–ში, 1982 წელს კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული, 1983 წელს საფრანგეთში და ბეთესლაში (აშშ) ვირუსი ერთდროულად იქნა აღმოჩენილი, ზოგი ავტორი მიიჩნევს, რომ ვირუსი არ არის ახალი. იგი ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რაიონში. შიდს–ის წინამორბედი ვირუსით ხანგრძლივი დროის მანძილზე იყვნენ დაავადებულნი აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნები–მაკაკები. მუტაციის შედეგედ ვირუსმა სახე იცვალა და მაიმუნიდან ადამიანში გავრცელდა. ამჟამად შიდსი რეგისტრირებულია ხუთივე კონტინენტის 213 ქვეყანაში . 2005 წლის მონაცემებით მსოფლიოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 40,3 მლნ. ადამიანია ინფიცირებული.

Комментариев нет:

Отправить комментарий