четверг, 19 марта 2009 г.

ფრთხილად!!!!


შიდსი

1.პროექტის სახელი:ფრთხილად, ეს შიდსია!
2.პროექტის მოკლე აღწერა:აივ-შიდსის გავრცელება,
მისი თავიდან აცილების გზები.
3.პროექტის სრული აღწერა:პროექტში აღწერილი იქნება აივ-
შიდსის გავრცელების მოკლე ისტორია, დაავადების გადაცემის
გზები , მისი სიმფტომები, დაავადების ხელისშემწყობი
ფაქტორები, იფიცირების დადგენის და მისი თავიდან
აცილების საშუალებები.
4.მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი
5.ვადები-ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები მოსწავლეებში:მოსწავლეები
მოიძიებენ მასალას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და
კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ნარკოლოგიურ ცენტრში
ინტერნეტში და ა.შ. მოაწყობენ დისკუსიებს, პრეზენტაციას,
მოიძიებენ ინფორმაციას არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით
მიეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, განათავსებენ თავიანთ
მასალებს ინტერნეტში.
7.მოსალოდნელი შედეგები-პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
-ბავშვები შექმნიან ვებ-გვერდებს ბლოგების სახით-მათთვის
საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. გაცვლიან ერთმანეთში
ინფორმაციას. დაუკავშირდებიან ფართო საზოგადოებას და
შეამცირებენ მე-20 საუკუნის "შავი ჭირის" გავრცელების
მაშტაბებს.
8.სასარგებლო სხვებისთვის:დაინტერესებული პირები ნახავენ
მოზარდთა ნამუშევრებს, შემოვლენ დისკუსიებში, იმსჯელებენ,
გაეცნობიან ერთმანეთის ინტერესების სფეროს. გააკეთებენ
კომენტარებს. დაეხმარებიან ერთმანეთს პროფესიის არჩევაში.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან-საგნობრივ ჯგუფთან , ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: კავშირი ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან,
ინფორმატიკასთან. ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით
განიხილება : ვირუსის ცხოველმოქმედების თავისებურება,
მისი საზიანო მოქმედება ადამიანზე.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა ბერიკაშვილი
თანაავტორები: თინათინ ხუციშვილი
შორენა ჩიტაშვილი, ირაკლი ჩალაური, ანა კახეთელიძე,
გიორგი გრიგალაშვილი, მარიამ თუთბერიძე, ნოდარ დანელია,
ნანა ყრუაშვილი, ნენო ჩარკვიანი, ნინო მაღრაძე, თამთა ჯიქია,
სოფიო ჯინჭარაძე.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:berikashvili.manana@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea9c2fb
15.პროექტის ვებგვერდი-ბლოგი: http://shidsi-virusi.blogspot.com/


შიდსის გავრცელების მოკლე ისტორია

ფრთხილად, ეს შიდსია!

1. შიდსის გავრცელების მოკლე ისტორია
აივ/შიდს–ით ინფიცირებული ხალხი დისკრიმინაციას განიცდის, მიზეზი კი არის შიში, რომლის საფუძველი არასწორი ინორმაციაა. დომინირებს ცრურწმენა , ტაბუ ამ დაავადების მიმართ და სწორედ ამის გამო ხდებიან ახალგაზრდები მსხვერპლნი.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც ხალხმა მე–20 საუკუნის “შავი ჭირი” უწოდა, ინფექციური დაავადებაა და დიდ საფრთხეს წარმოადგენს. იგი აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ადამიანი იღუპება ისეთი დაავადებით, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისათვის განკურნებადია (მაგ. ფილტვების ანთებით).
ტერმინით – “შიდს”– ით აღინიშნება დაავადების ბოლო სტადია.
შიდსი პირველად აღნიშნეს 1981 წელს აშშ–ში, 1982 წელს კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული, 1983 წელს საფრანგეთში და ბეთესლაში (აშშ) ვირუსი ერთდროულად იქნა აღმოჩენილი, ზოგი ავტორი მიიჩნევს, რომ ვირუსი არ არის ახალი. იგი ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რაიონში. შიდს–ის წინამორბედი ვირუსით ხანგრძლივი დროის მანძილზე იყვნენ დაავადებულნი აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნები–მაკაკები. მუტაციის შედეგედ ვირუსმა სახე იცვალა და მაიმუნიდან ადამიანში გავრცელდა. ამჟამად შიდსი რეგისტრირებულია ხუთივე კონტინენტის 213 ქვეყანაში . 2005 წლის მონაცემებით მსოფლიოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 40,3 მლნ. ადამიანია ინფიცირებული.

აივ-ვირუსის გადაცემის გზები

. აივ–ვირუსის გადაცემის გზები

შიდსის ვირუსი გადაეცემა შემდეგი გზებით:
– სქესობრივი კონტაქტით (როგორც ჰეტერო – ისე ჰომოსექსუალური კონტაქტით).
– აივ–ით ინფიცირებული სისხლის , ან მისი კომპონენტების გადასხმით.
– ვერტიკალური გზით (ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე, ან ახალშობილზე მშობიარობის, ან ძუძუთი კვების დროს).
– არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების დროს (პარენტერალურად).
– სხვისი საპარსი საშუალების , ან კბილის ჯაგრისის გამოყენების დროს.
ტატუირების (სხეულის მოხატვა) ან პირსინგის (კანის დაზიანება , ყურების გახვრეტა) დროს.

აივ-ვირუსი არ გადაეცემა

. აივ –ვირუსი არ გადაეცემა
- ჰაერწვეთოვანი გზით (ხველით, დაცემინებით, კოცნით).
- საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით (ხელის ჩამორთმევა, სპორტული შეჯიბრებები, საერთო ტელეფონი, საერთო ტუალეტი, აბაზანა, ჭურჭელი).
- არ არის საშიში ინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მგზავრობა ტრანსპორტით.
- ვირუსი არ გადაეცემა მწერების, ან ცხოველების საშუალებით.

აივ-ვირუსით ინფიცირებულის ნიშნები

. აივ–ით ინფიცირების ნიშნები
აივ ინფექციაზე/შიდსზე შეიძლება ეჭვი იქნეს მიტანილი იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღენიშნება:
– ტემპერატურის უმიზეზოდ მომატება 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
– სხეულის წონის კლება 10%–ზე მეტად.
– ოფლიანობა
– ლიმფური კვანძების გადიდება
– საერთო სისუსტე
– ფაღარათი
– გამონაყარი სახეზე და ლორწოვან გარსზე
– თეთრი ფერის ნადები ენაზე
– გახანგრძლივებული ფილტვების ანთება
– ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანება.

მაღალი რისკის ჯგუფები

. მაღალი რისკის ჯგუფები
უკანასკნელ წლებში ახალგაზრდები გაეცნენ ეპიდემიის მიმდენარეობის შეცვლის გზებს. ისინი დიდ ძალას წარმოადგენენ საკუთარ ოჯახში, თანატოლთა ცხოვრებაში, თუმცა კვლავ დიდი გულისხმევაა საჭირო, რათა ახალგაზრდებს მიეწოდოთ მეტი ინფორმაცია და დაიწყონ მოქმედებები აივ/შიდსის კონტექსტში ადამიანის უფლებების დასაცავად და მათი რეალობად გადასაქცევად, ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისათვის შეამცირებს “მაღალი რისკის” ჯგუფის ადამიანებს. მათ მიეკუთვნებათ:
– ჰემოფილიით დაავადებულები, რადგან ისინი ხშირად არიან რეციპიენტები.
– ტუბერკულოზით დაავადებულები (ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში თითქმის არ ექვემდებარებიან მკურნალობას).
– ჰომოსექსუალები
– მეძავები და მათი პარტნიორები
– ვენერიული დაავადების მქონენი
– ნარკომანები, რომლებიც ნარკოტიკს იღებენ ინტრავენური გზით.

რა უწყობს ხელს აივ-შიდსის გავრცელებას საქართველოში

რა უწყობს ხელს აივ/ შიდსის გავრცელებას საქართველოში ?
საქართველოს შიდსის გავრცელების მხრივ ბოლო ადგილი უკავია. პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოქვეყნდა და 2006 წლის 1 ივნისის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია ინფიცირების 1000 შემთხვევა, მათგან 412–ს განუვითარდა შიდსი, 213 გარდაიცვალა, სავარაუდო რიცხვია დაახლოებით 3500.
ინფიცირებული მეტია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
2008 წლის 28 ოქტომბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია აივ/ ვირუსით ინფიცირების 1803 შემთხვევა. 1358 მამაკაცია, 445 კი ქალია. უმეტესობა 29-დან 35 ასაკამდეა. შიდსი განუვითარდა 925. 383 გარდაიცვალა. მკურნალობას იტარებს 461 პაციენტი.
ვირუსის გავრცელების ხელისშემწყობი ფაქტორებია :
– სამედიცინო ინსტრუმენტების და სასტერილიზაციო საშუალებების ნაკლებობა.
– ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება
– საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ინფექციის მატება – შიდსის შესახებ ცოდნის დაბალი დონე.
მონაცემების მოიხედვით შიდსის ახალი შემთხვევების გამოვლინების შედეგი ასეთია:
2002 წელს–გამოვლინდა 95 ახალი შემთხვევა. 2003 წელს–100, 2004 წელს-163; 2005 წელს- 242; 2006 წელს–276; 2007 წელს-344; 2008 წელს–303.
საქართველოში გამოვლენილია აივ–ით ინფიცირებული ბავშვებიდან 51 ვაჟი, 19–გოგონა. 30 ბავშვი ამჟამად შიდსის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშაა.

ინფიცირების დადგენის გზა

ინფიცირების დადგენის გზა
ინფიცირების დადგენა ხდება ლაბორატორიული გამოკვლევით, სისხლში აივ/ ვირუსის, მისი ანტიგენების (სპეციფიკური ცილის), ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების (სპეციფიკური ცილი), ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენისას ანტისხეულები სისხლში ჩნდებიან ვირუსის შეჭრიდან 6–8 კვირის შემდეგ.
ინნფიცირებულს თავიდან უვითარდება გრიპის ნისნები: ტემპერატურის მატება, ყელის , თავის, სახსრების, კუნთების ტკივილი. ეს ყველაფერი მშვიდდება და აღარ თვლის საჭიროდ ლაბორატორიულ გამოკვლევას.
შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ან სამკურნალო საშუალება არ არსებობს, მაგრამ არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, “დილის აბი”, რო,ელიც ამცირებს აივ0–ით ინფიცირების რიცხვს, მაგრამ პროფილაქტიკური საშუალება არ არის.

აივ-შიდსისგან თავის დაცვა შესაძლებელია

აივ/შიდსისგან თავის დაცვა
შესაძლებელია:
- თუ დაცული იქნება ოჯახური სიწმინდე .
- საჭიროა თავის შეკავება შემთხვევითი სექსისგან.
- არ უნდა მოხდეს აივ–ვირუსზე შეუმოწმებელი სისხლის ფადასხმა.
- აუცილებელია ერთჯერადი, ან კარგად გასტერილებული შპრიცით და სხვა ინსტრუმენტებით სარგებლობა.

ვირუსით დაინფიცირებულის მკურნალობა შესაძლებელია , განკურნება კი– სეუძლებელია.

რა ევალება საზოგადოებას

.რა ევალება საზოგადოებას.
- აივ–შიდსით ინფიცირებულებს საზოგადოება ყურადღებით და პატივისცემით უნდა მოეპყრას არ უნდა დაირღვეს საიდუმლოს უფლება.
- ვთხოვოდ ავადმყოფს მონახულება, ან სადმე ერთად წასვლა, ნუ განვუდგებით.
- მათ უნდა იცოდნენ, რომ შესაძლებელია მათ განცდებსა და გრძნობებზე საუბარი. მოუსმინეთ მათ.
- თუ ადამიანი ავადაა, შევთავაზოთ დახმარება მაღაზიაში წასვლის, კერძის მომზადების, სახლის დალაგების სახით. ნუ დაელოდებით მისი მხრიდან თხოვნას.
- ნუ დატოვებთ მარტო. მოუყევით მხარდამჭერ ჯგუფზე, ან სხვა სახის მომსახურებაზე.

P.S. შიდსი მთელი მსოფლიოს პრობლემაა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ყველა წევრის ჩაბმაა საჭირო, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანების ურთიერთთანამშრომლობა და გაერთიანენება გააადვილებს ბრძოლას ამ საერთო სენის წინააღმდეგ.
ახალგაზრდებო, შემოგვიერთდით!
გავმართოთ, შეკრებები, დისკუსიები, ვიმსჯელოთ, ვიკამათოდ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები, როგორ აღვკვეთოთ ვირუსის გავრცელება, დაავადებულებებს კი შევუმსუბუქოთ მდგომარეობა.

გამოყენებული ლიტერატურა


გამოყენებული ლიტერატურა:
აივ–ინფექცია/ შიდსი. მეთოდური რეკომენდაციები
- შიდსის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
- ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლიოგიის ასმეცნიერო–პრაქტიკული ცენტრი.
2. აივ/შიდსი და ადამიანის უფლებები ახალგაზრდები შემოქმედებაში
UNESCO UNAIDS
Internet : E-mail: unaids@unaids.org
გაეროს განათლების , მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია. სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექტორი.
E-mail:human.rights@unesco.org
untemet:htp:/unesco.org
4. google.ge
ა) Sidsi sakarTveloSi
medportal. ge/agtualuri_tema/shidsi/shidsi-sakartveloshi.htm=27.k
ბ) www.medportal.ge/aqtualuri_tema/shidsi/shidsi-htm-40k